ლიგა 1-ის გასულ სეზონში "მარსელმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, რის შემდეგაც ფრანგულმა კლუბმა შემადგენლობის წამყვანი ნახევარმცველი - ბუბაკარ კამარი დაკარგა. "ოლიმპიკელებს" სურთ, რომ 22 წლის ფეხბურთელის შემცვლელი სწრაფად დაიმატონ, ადგილობრივი პრესის ინფორმაციით კი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი მირალემ პიანიჩია.
ბოსნიელ ნახევარმცველს "ბარსელონაში" თავის გამოჩენის ბევრი შანსი არ მისცემია. ამის გამო, გამოცდილი ნახევარმცველი იჯარით "ბეშიქთაშში" თამაშობდა. პიანიჩმა თურქეთში ჩატარებულ 26 მატჩში 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. ცნობილია, რომ მირალემს კატალონიურ გუნდში დარჩენის სურვილი არ აქვს.
პიანიჩს გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს, ამიტომ, "ბარსელონა" თანახმაა ბოსნიელი იჯარით დათმოს, ხოლო ესპანელთა მთავარი მოთხოვნა ხელფასის გადახდისგან "ბარსელონას" გათავისუფლება იქნება.