მაროკოსა და საფრანგეთის ფანებს შორის მომხდარ არეულობას 14 წლის ბავშვი ემსხვერპლა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალურ შეხვედრაში, საფრანგეთისა და მაროკოს დაპირისპირება შედგა. მატჩი საფრანგეთის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, რის შედეგადაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა დაიწყო. მარცხით განაწყენებული მაროკოელი ფანები პარიზის, ლიონისა და მონპელიეს ქუჩებში გამოვიდნენ.
#montpellier : les supporters des #Bleus laissent éclater leur joie sur la place de la Comédie… pic.twitter.com/ORY7fWQFdD
— Midi Libre Montpellier (@MLMontpellier) December 14, 2022
მაროკოს გულშემატკივრები საკმაოდ აგრესიულად იქცეოდნენ და არა მხოლოდ საფრანგეთის ფანებს, არამედ სამართალდამცავებსაც დაუპირისპირდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში, მძიმე შეტაკებებია ასახული. ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ავტომობილი 14 წლის მაროკოელ ბავშვს დაეჯახა.
ავტომობილი, რომელზეც საფრანგეთის დროშა იყო დამაგრებული მაროკოელებმა ალყაში მოაქციეს და დროშის წართევა სცადეს. ალყაში მოქცეული მძღოლი პანიკაში ჩავარდა და მკვეთრი მანევრი შეასრულა, რის შედეგადაც 14 წლის მაროკოელ ბავშვს დაეჯახა. ბავშვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.