Belive

ოფიციალურად | დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2026 წლის ჩათვლით რჩება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 55 წლის მწვრთნელი - დიდიე დეშამი "მამლების" მთავარი მწვრთნელი 2026 წლის ჩათვლით დარჩა.

ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ფილიპ დიალო ადასტურებს.

"დეშამს კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს ჩვენთან და მან მიაღწია სპორტულ მიზანს, რომელიც დასახული იყო მისთვის. დიდიე გააგრძელებს თავის საქმეს კონტრაქტის ამოწურვამდე..." - ფილიპ დიალო

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2012/2013 წლების სეზონიდან იკავებს.

მან საფრანგეთის ნაკრები მოედანზე 160-ჯერ გამოიყვანა, საიდანაც 102-ჯერ გაიმარჯვა, 30-ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო 28-ჯერ დამარცხდა.

55 წლის თავკაცმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო.

დეშამს საფრანგეთის ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლის ჩათვლით აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ დიდიე დეშამი გაწვრთნის.

სხვა სტატიები