მარკო როისმა დორტმუნდის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"დორტმუნდის" ცოცხალმა ლეგენდამ მარკო როისმა მორიგი გოლი გაიტანა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა საკუთარი გუნდის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მარკომ 159-ე გოლი გაიტანა და ამ შედეგით მიხაელ ცორკს გაუთანაბრდა. აღსანიშნავია, რომ როისს პირველი ადგილის დასაკავებლად სულ რაღაც 19 გოლი სჭირდება.
Marco Reus (159 goals) goes joint second with Michael Zorc in Borussia Dortmund's all-time scorers list. (📸 @BVB) pic.twitter.com/cgBCak3uSx
— Get German Football News (@GGFN_) March 3, 2023