Belive

"ბევრი ფული ფეხბურთისადმი ჩემს ვნებას ვერ შეცვლის" - სერხიო რამოსი

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის გზას გაუდგა და "ალ ნასრთან" კონტრაქტი გააფორმა, არა ერთხელ დაიწერა, რომ გუნდს სერხიო რამოსის დამატებაც სურდა. მიუხედავად ამისა, ესპანელმა ლცველმა ევროპა არ დატოვა და კვლავ "პსჟ-ს" რიგებში ირიცხება. ამასთან დაკავშირებით "რეალის" ყოფილმა კაპიტანმა PSGTV-სთან ისაუბრა.

"ტრანსფერი "ალ ნასრში"? თუ ფიქრობთ, რომ "ალ ნასრში" გადავალ, თქვენ ამით შეურაცხყოფას მაყენებთ. საკუთარ თავს მუდამ იმისკენ ვუბიძგებ, რომ ევროპაში ვითამაშო და ბევრი ფული ფეხბურთისადმი ჩემს ვნებას ვერ შეცვლის." - განაცხადა სერხიო რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ რამოსი "პსჟ-ში" 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და გუნდთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც მიმდინარე სეზონის ზაფხულში ეწურება.

სხვა სტატიები