Belive

გაბრაზების ეფექტი? | შიკმა 30 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა

2 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა და ლიდერმა - პატრიკ შიკმა, საზოგადოებას მოულოდნელი და გამაოგნებელი გადაწყვეტილება ამცნო. ის 30 წლის ასაკში სანაკრებო კარიერას ასრულებს.

სამშობლოში ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილებას აგრესიულად შეხვდნენ. ჩეხურ მედიასა და გულშემატკივრებში შიკის ნაბიჯს უკვე უწოდეს „სულელური“ და „ნაადრევი“. აღნიშნავე

ჩეხი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ 30 წელი თავდამსხმელისთვის საუკეთესო ასაკია, შიკი ნაკრების უდავო ლიდერი იყო და მას კიდევ მინიმუმ ერთი მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარება შეეძლო. ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ ლიდერმა გუნდი კრიზისულ მომენტში მიატოვა.

„ეს თავი ჩემთვის დახურულია. ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა იმპულსური და არც ერთ ღამეში მიმიღია. ამ გადაწყვეტილებას დიდი ხანია გულში ვატარებდი და მასზე ბევრს ვფიქრობდი." - პატრიკ შიკი

მედიაში აქტიურად იწერება, რომ შიკის ეს ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეხეთის ნაკრების კატასტროფულ გამოსვლასთან. გუნდმა ჯგუფური ეტაპი სრულ ჩავარდნით, სულ რაღაც 1 ქულით დაასრულა, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან ფრედ (1:1) ნათამაშებ მატჩში მოიპოვა. ტურნირზე განცდილმა ფიასკომ და გუნდში არსებულმა მძიმე ფონმა, როგორც ჩანს, თავდამსხმელზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა, რასაც თავად 30 წლის ფორვარდი უარყოფს.

პატრიკ შიკის დებიუტი ჩეხეთის ეროვნულ გუნდში 2016 წელს შედგა. მას შემდეგ მან ნაკრების მაისური 56 მატჩში მოირგო და 26 გოლის გატანა მოახერხა. ის წლების განმავლობაში ჩეხური ფეხბურთის მთავარ იმედად და შემტევ ძალად ითვლებოდა, თუმცა ეს ეპოქა, ჩეხი ქომაგების დიდი გულისტკივილის ფონზე, ოფიციალურად დასრულდა.

სხვა სტატიები