მარკინიოსის უნიკალური მიღწევა - ბრაზილიელი პსჟ-ს ისტორიაში შევიდა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "პსჟ"-ს 29 წლის მცველმა - მარკინიოსმა, ფრანგული კლუბის ისტორია დაწერა.
კერძოდ, მარკინიოსი "პსჟ"-ს ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 436 მატჩი ჩაატარა. მან ეს ყველაფერი "ბარსელონას" წინააღმდეგ შეძლო და ჟან-მარკ პილორჟეს რეკორდი გააუმჯობესა (435 მატჩი).
𝐔𝐧 𝐫𝐞𝐜𝐨𝐫𝐝 𝐡𝐢𝐬𝐭𝐨𝐫𝐢𝐪𝐮𝐞 pour @marquinhos_m5 🙌🔝
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) April 10, 2024
Notre capitaine devient ce soir le joueur le plus capé de l'histoire du @PSG_inside avec 4️⃣3️⃣6️⃣ matches en Rouge & Bleu ❤️💙#Marqui436 I #PSGFCB pic.twitter.com/9OqR4sAeri
მარკინიოსი "პსჟ"-ს ღირსებას 2013/2014 წლების სეზონიდან იცავს. იგი ფრანგულ გრანდში "რომადან" გადავიდა, მას შემდეგ კი პარიზული კლუბის მაისურით 436 მატჩი ჩაატარა, სადაც 38 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
იგი ახლა "პსჟ"-ს კაპიტანი და ცოცხალი ლეგენდაა. მას კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს გახანგრძლივებული და როგორც მისი ბოლო ინტერვიუდან გავიგეთ, იგი კარიერის ბოლომდე არ აპირებს ფრანგული გრანდის დატოვებას.