Belive

მარკა: "მბაპემ რეალთან კონტრაქტი უკვე გააფორმა"

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს ინფორმაციას, რომ მადრიდის "რეალსა" და კილიან მბაპეს შორის, 2 კვირის წინ, დახურულ კარს მიღმა გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 1-ელი ივლისიდან ფრანგი ფეხბურთელი სამეფო კლუბს შეუერთდება. 133 დღეში ოფიციალურად დასრულდება ის საგა, რომელმაც 2017 წლის ზაფხულის შემდეგ ყველანაირი ვარიაციით შეგვახსენა თავი და რომელსაც ბოლო არ უჩანდა.

ფეხბურთელს უკვე გაცხადებული აქვს, რომ პსჟ-გან მეტი შეთავაზება არ სურს, მან გასულ სამშაბათს აცნობა გუნდს, რომ 30 ივნისს კლუბს დატოვებდა. მბაპემ ფრანგული კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ ხელაიფს სთხოვა, რომ მისთვის არანაირი წინადადება აღარ მოემზადებინათ.

გამოცემა წერს, რომ ძველი წყენების მიუხედავად, ახლა ფლორენტინო პერესსა და კილიან მბაპეს შორის კარგი ურთიერთობაა. პერესს მბაპეზე მას შემდეგ აუცრუვდა გული, რაც 2022 წლის 21 და 22 მაისის შაბათ-კვირას ფრანგმა ფეხბურთელმა მას პირადად დაურეკა და აცნობა, რომ თეთრების მიერ შეთავაზებულ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ აპირებდა. იმედგაცრუების დაძლევის შემდეგ, ფლორენტინომ თავის მარჯვენა ხელთან, ხოსე ანხელ სანჩესთან ერთად სტრატეგიის შემუშავება დაიწყო, რაც როგორც აღმოჩნდა, ამ ზაფხულს შედეგს მოიტანს.

სხვა სტატიები