Belive

მბაპემ საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო ასისტენტთა შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთა ლიგის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრები ესპანეთთან 4:5 დამარცხდა.

შეხვედრაში გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა კილიან მბაპე, რომელსაც ეროვნულ გუნდში 31 ასისტი (89 მატჩში) დაუგროვდა.

შედეგად, 26 წლის შემტევმა ეროვნულ გუნდში გაკეთებული საგოლე პასების რაოდენობით ანტუან გრიზმანს (30) გადაუსწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მბაპე ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობისთვისაც იბრძვის და ამ მომენტისთვის 49 გოლით მე-3 ადგილს იკავებს - კილიანი მხოლოდ ოლივიე ჟირუს (57 გოლი) და ტიერი ანრის (51 გოლი) ჩამორჩება.

სხვა სტატიები