Belive

მარიო ბალოტელი სერია A-ში დაბრუნდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი კარიერას ,,ჯენოაში'' გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

34 წლის ფეხბურთელმა, რომელიც გენუელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ბალოტელის ბოლო გუნდი ,,ადანა დემირსპორი'' იყო, სადაც გასულ სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

იტალიის სერია A-ს 9 ტურის შემდეგ, ,,ჯენოა'' 6 ქულით სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციაზეა. ალბერტო ჯილარდინოს გუნდი მომავალ მატჩს 31 ოქტომბერს, ,,ფიორენტინას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები