მარიო ბალოტელი გაერთიანებულ საამიროებში ითამაშებს
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა, 35 წლის ფორვარდმა - მარიო ბალოტელიმ, ჯენოას დატოვების შემდეგ დაისვენა, გუშინ კი გაერთიანებული საამიროების კლუბ ალ იტიფაქთან კონტრაქტი გააფორმა, სადაც 2028 წლის ჩათვლით ითამაშებს.
🚨🇮🇹 | 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Mario Balotelli has JOINED Al-Ittifaq FC on a two and half year deal.
— MatchdayHQ (@TheMatchdayHQ) January 7, 2026
[@DiMarzio] pic.twitter.com/pxfWnQWWxr
35 წლის იტალიელი ფორვარდისთვის, ალ იტიფაქი კარიერაში მე-13 კლუბი იქნება, სადაც იგი იასპარეზებს.
'სუპერ მარიო' ბოლოს ჯენოაში თამაშობდა, თუმცა მწვრთნელთან დაპირისპირების გამო, მას სათამაშო დრო თითქმის საერთოდ არ ეძლეოდა და 1 სეზონის განმავლობაში სულ 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა, ყველაზე მეტი კი 32 წუთი ითამაშა, რადგანაც მუდმივად სათადარიგოთა შემადგენლობიდან უწევდა შემოსვლა.
ბალოტელიმ ალ იტიფაქთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და 9 იანვარს მას გაერთიანებულ საამიროებში წარადგენენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ 35 წლის იტალიელ ფორვარდს ნაკრებშიც 36 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 14 გოლის გატანაც შეძლო.