ოფიციალურად | ოტამენდიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
არგენტინის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა - ნიკოლას ოტამენდიმ, ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
38 წლის მცველმა გამოქვეყნებულ გამოსამშვიდობებელ წერილში აღნიშნა:
„დღეს მე ვემშვიდობები არგენტინის ეროვნულ ნაკრებს - სავსე ვარ უდიდესი სიამაყით იმის გამო, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენდი. ტიტულები ყოველთვის ისტორიის ნაწილი იქნება, მაგრამ ამ მაისურისა და ფერებისადმი სიყვარული მარადიულად დარჩება.
მადლობა, არგენტინა. მადლობა იმისთვის, რომ მომეცი საშუალება ამეხდინა ჩემი ოცნება, გავმხდარიყავი მსოფლიო ჩემპიონი და მეტარებინა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მაისური.“ - ნიკოლას ოტამენდი
ნიკოლას ოტამენდის დებიუტი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 2009 წელს, დიეგო მარადონას მწვრთნელობის პერიოდში შედგა. მას შემდეგ მან „ალბისელესტეს“ შემადგენლობაში 139 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ნაკრების ისტორიაში ჩატარებული თამაშების რაოდენობით, მეხუთე ადგილი დაიმკვიდრა. მასზე მეტი შეხვედრა მხოლოდ ლიონელ მესის, ხავიერ მასკერანოს, ანხელ დი მარიასა და ხავიერ ძანეტის აქვთ ჩატარებული.
ოტამენდი გახდა ლაიონელ სკალონის „ოქროს ხანის“ არგენტინის ნაკრების დაცვის უცვლელი წევრი. მან მონაწილეობა მიიღო ყველა ფინალში, რომელიც გუნდმა სკალონის ხელმძღვანელობით ითამაშა.
ოტამენდის მთავარი მიღწევები არგენტინის ნაკრებში:
მსოფლიოს ჩემპიონი: 2022 (კატარი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: 2014 (ბრაზილია)
კოპა ამერიკის 2-გზის გამარჯვებული: 2021, 2024
ფინალისიმა: 2022