Belive

არსენ ვენგერი: "მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი მოიგებს"

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

არსენ ვენგერი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად საფრანგეთს ასახელებს და იქვე ამბობს, რომ ერთადერთი ვისაც ამ ნაკრების დამარცხება შეუძლია ესპანეთია.

მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი მოიგებს. ვიცი, იტყვით, რა თქმა უნდა, ამას იმიტომ ამბობ, რომ ფრანგი ხარ, მაგრამ როდესაც მსოფლიო ჩემპიონატს აანალიზებ, ხედავ, რომ მატარებელი გარკვეული ტემპით მოძრაობს და შენ ამ მატარებელში ჩაჯდომა უნდა შეგეძლოს. მაგალითად, აზიის გუნდები ტურნირს იმიტომ გამოეთიშნენ, რომ თამაშების ინტენსივობასა და ტემპს ვერ გაუძლეს. მათ ტექნიკურად კონკურენციისთვის საკმარისი რესურსი არ აღმოაჩნდათ. ჩემთვის მთავარი კითხვის ნიშანი ესპანეთია. თუკი ახლა არსებობს რომელიმე გუნდი, ვისაც საფრანგეთის დამარცხება შეუძლია, ვიტყოდი, რომ ეს ესპანეთია, რადგან მათი ტექნიკური დონე საფრანგეთისაზე უკეთესია. - განაცხადა არსენ ვენგერმა

საფრანგეთმა 1/4-ფინალში მაროკო 2:0 დაამარცხა და 1/2-ფინალის საგზური მარტივად მოიპოვა. მისი მეტოქე ესპანეთსა და ბელგიას შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები