Belive

მარიო ბალოტელი ავტოავარიაში მოყვა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ადანა დემირსპორის'' თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი გუშინ ღამით, ქალაქ ბრეშაში, ავტოავარიაში მოყვა. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იტალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო, გზიდან გადავიდა, კუთვნილი აუდი Q8 დაამტვრია.

თავად მარიო მანქანიდან მძიმე დაზიანების გარეშე გადმოვიდა, მას სამედიცინო დახმარება მალევე აღმოუჩინეს.

როგორც Sky Sport Italia წერს, ბალოტელიმ პოლიციას ალკოტესტის ჩატარებაზე უარი უთხრა, რისთვისაც მართვის მოწმობა ჩამოართვეს.

მიმდინარე სეზონში 33 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,ადანა დემირსპორის'' მაისურით ჩატარებულ 5 შეხვედრაში 3 გოლია.

სხვა სტატიები