მარიო ბალოტელი ისევ გუნდის ცვლილების ზღვარზეა
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მარიო ბალოტელი სერია A-ში ოქტომბერში დაბრუნდა. ის "ჯენოას" თურქული "ადანა დემირსპორიდან" შეუერთდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტი ამოეწურა. იტალიელი თავდამსხმელისთვის ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ელოდა. პატრიკ ვიეირამ ის მხოლოდ 56 წუთი ათამაშა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მექსიკური გუნდი "კრუზ აზული" ბალოტელის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული და ამის გაკეთებას იანვარშივე აპირებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები უკვე ფინალურ სტადიაზეა და შესათანხმებელი მხოლოდ ხელფასის საკითხი რჩება.
მექსიკაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე გახსნილია და კრუზ აზული, სავარაუდოდ, მალე გააკეთებს ოფიციალურ შეთავაზებას ჯენოასთვის, რადგან ისინი ფეხბურთელის გუნდში მიყვანას მექსიკის ჩემპიონატის დაწყებამდე აპირებენ.