,,ბალოტელის კაპიტნობა შევთავაზე, მიპასუხა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, მე-2 დღეს კი ჩაეძინა'' - სიონის ყოფილი მწვრთნელი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიული ,,სიონის'' ყოფილმა მწვრთნელმა, ფაბიო ჩელესტინიმ, მარიო ბალოტელისთან მუშაობის შესახებ ისაუბრა:
,,მარიო განსაკუთრებულია. მას ვერასდროს ვერავინ აჯობებს. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ოდესმე მინახავს, მაგრამ, ამასთან ერთად, ძალიან რთული ადამიანიცაა. პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის იმას აკეთებს, რაც სურს და რჩევებს არ ითვალისწინებს. უყვარს ვარჯიში, როცა მოუნდება. შეეძლო, ერთ-ერთი საუკეთესო გამხდარიყო, მაგრამ მისი ნიჭის ბოლომდე გამოვლენაში ვერავინ დაეხმარა.
მასთან ურთიერთობისას არ ვიცოდი, რა მექნა, ამიტომ კაპიტნობა შევთავაზე, რათა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო. ეს შეთავაზება მოეწონა და თქვა, რომ მუშაობას სრული დატვირთვით დაიწყებდა. მეორე დღეს ვარჯიშზე მოუთმენლად ველოდებოდი, მაგრამ არ მოვიდა, რადგან ჩაეძინა (იცინის). ეს ბალოტელია... მოგვიანებით მოვიდა და მომიბოდიშა, მაგრამ მისი ცხოვრების სტილი ასეთი იყო.'' - ფაბიო ჩელესტინი
ბალოტელი ,,სიონში'' 2022-2023 წლებში თამაშობდა, მარიომ შვეიცარიული კლუბის მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
34 წლის თავდამსხმელი ამჟამად ,,ჯენოას'' ღირსებას იცავს, სადაც რამდენიმე კვირის წინ გადავიდა.