Belive

Marca-მ 18-დან 35 წლამდე საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
9 წთ
მაშინ როცა კორონავირუსის პადემიამ მსოფლიო მოიცვა და ყველა მასშტაბური სპორტული ღონისძიება გაუქმდა და გადაიდო, ესპანურმა გამოცემა Marca-მ გულშემატკივარს თავი საინტერესო გამოკითხვით შეაქცევინა. ქომაგებმა სპორტის ნებისმიერ სახეობაში, 18-დან 35 წლამდე საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინეს.

18 წლის

1. უსმან გარბუა (კალათბურთი) - 43% 2. რეინეირი (ფეხბურთი) - 21% 3. იანიკ სინერი (ჩოგბურთი) - 18% 3. ლი კან-ინი (ფეხბურთი) - 18% ესპანელი კალათბურთელი მადრიდის "რეალის" ცენტრია და 17 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც "სამეფო კლუბის სასტარტო ხუთეულში ითამაშა. 14 წლისა ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის MVP გახდა და უახლოეს წლებში NBA-ს კანდიდატად მიიჩნევა.

19 წლის

1. ერლინგ ჰოლანდი (ფეხბურთი) - 63% 2. ჯეიდონ სანჩო (ფეხბურთი) - 31% 3. კობი ვაითი (კალათბურთი) - 4% 4. ფელიქს ოჟე ალიასიმე (ჩოგბურთი) - 2% ნორვეგიელმა ტალანტმა გამოკითხვაში თანაგუნდელი დაამარცხა. ჰოლანდმა ამ სეზონში 40 მატჩში 33 გოლი გაიტანა და მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

20 წლის

1. ჟოაო ფელიში (ფეხბურთი) - 37% 2. ფაბიო ქუარტარარო (მოტორბოლა) - 30% 3. არმანდ დუპლანტისი (ჭოკით ხტომა) - 18% 4. რემკო ევენეპოლი (ველორბოლა) - 15% ახალგაზრდა პორტუგალიელ ვარსკვლავს "როხიბლანკოში" ისეთი დებიუტი ვერ გამოუვიდა, როგორიც სურდა, თუმცა ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მესამე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია (113 მილიონი ევრო).

21 წლის

1. ლუკა დონჩიჩი (კალათბურთი) - 59% 2. კილიან მბაპე (ფეხბურთი) - 37% 3. სტეფანოს ციციპასი (ჩოგბურთი) - 2% 4. ტადეი როგასარი (ველორბოლა) 1% 4. ხუან მიგელ ეჩევერია (მძლეოსნობა) - 1% ახალგაზრდა სლოვენიელმა კალათბურთელმა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში ბრწყინავდა, NBA-ში კიდევ უფრო მოუმატა, საუკეთესო ახალგაზრდის წოდება მოიპოვა, არჩეულ იქნა "ყველა ვარსკვლავის გუნდში" და MVP-ს წოდებისთვისაც იბრძვის.

22 წლის

1. მაქს ფერსტაპენი (ფორმულა 1) - 42% 2. ალექსანდერ ზვერევი (ჩოგბურთი) - 31% 3. ფრენკი დე იონგი (ფეხბურთი) - 22% 4. ნოა ლაილესი (მძლეოსნობა) - 5% 17 წლის ასაკში, ფერსტაპენი ფორმულა 1-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი გახდა. 1 წლის შემდეგ მან გრან-პრის მოგება მოახერხა. ჰოლანდიელი სპორტსმენი "რედ-ბულს" წარმოადგენს და თავისი "ჰონდათი" უკვე 8 გამარჯვების შემოქმედია.

23 წლის

1. ეგან ბერნალი (ველორბოლა) - 46% 2. დელე ალი (ფეხბურთი) - 27% 3. ქაელებ დრეზელი (ცურვა) - 22% 4. მატეო ბერეტინი (ჩოგბურთი) - 5% კოლუმბიელმა სპორტსმენმა 2019 წელს პრესტიჟული ტურ დე ფრანსი მოიგო და ამ მხრივ მესამე ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი გახდა.

24 წლის

1. დანილ მედვედევი (ჩოგბურთი) - 44% 2. კრისტაინ კოულმენი (მძლეოსნობა) - 34% 3. ჯოშუა კიმიხი (ფეხბურთი) - 18% 4. კარსტენ ვარჰოლმი (მძლეოსნობა) - 4% მედვედევი მსოფლიო რეიტინგში მეხუთეა და კარიერაში უკვე 7 ტიტული აქვს მოგებული. მან 2019 წელს, აშშ-ს ღია პირველობის ფინალშიც გააღწია, სადაც რაფა ნადალათან დამარცხდა.

25 წლის

1. იანის ანტეტოკუმპო (კალათბურთი) - 66% 2. ჯონ რემი (გოლფი) - 10% 2. რაჰინ სტერლინგი (ფეხბურთი) - 10% 4. კარლოს სანს ჯუნიორი (ფორმულა 1) - 9% 5. მატეი ვან დერ პოლი (ველორბოლა) - 5% ბერძენი კალათბურთელი შარშან ზაფხულში NBA-ს MVP-იდ დასახელდა და "მილოუკი ბაქსს" კონფერენციის ჩემპიონობისკენ მიუძღვება. მას "ყველა ვარსკვლავის მატჩში" 4-ჯერ უთამაშია.

26 წლის

1. იან ობლაკი (ფეხბურთი) - 58% 2. ენტონი დევისი (კალათბურთი) - 29% 3. დომინიკ ტიმი (ჩოგბურთი) - 11% 4. რიჩარდ კარაპასი (ველორბოლა) - 2% ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ლივერპულის" წინააღმდეგ ნაჩვენები თამაშით, სლოვენიელმა მეკარემ დაამტკიცა, თუ რატომ არის ის დღეს თავის პოზიციაზე მაოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო.

27 წლის

1. მარკ მარკესი (ველორბოლა) - 84% 2. მოჰამედ სალაჰი (ფეხბურთი) - 12% 3. ჟულიან ალაფილიპი (ველორბოლა) - 2% 4. რიკი ფაულერი (გოლფი) - 1% 4. პიოტრ-სტეფ დე ტუა (რაგბი) - 1% მარკ მარკესი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ველომრბოლელია. მას კარიერაში 8 გრან პრი და მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული.

28 წლის

1. კავაი ლეონარდი (კალათბურთი) - 45% 2. - ვირჯილ ვან დაიკი (ფეხბურთი) - 35% 3. ორლანდო ორტეგა (მძლეოსნობა)- 8% 4. ანტუან გრიზმანი (ფეხბურთი) - 7% 5. ბიუდენ ბარეტი (რაგბი) - 5% ლეონარდი NBA-ს 2014 წლის ჩემპიონ "სან ანტონიოს" ლიდერობდა და ფინალების MVP-ის ტიტულიც მოიპოვა. 2019 წელს მან იგივე "ტორონტოსთან" ერთად მოახერხა და კანადელებს ისტორიაში პირველი ტიტული მოუპოვა. ამჟამად ის "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წამყვანი ფიგურაა.

29 წლის

1. კანსელო ალვარესი (კრივი) - 30% 2. მაგნუს კარლსენი (ჭადრაკი) - 24% 3. რიკი რუბიო (კალათბურთი) - 23% 4. ედენ აზარი (ფეხბურთი) - 20% 5. ბეუქს კოეპკა (გოლფი) - 3% კანსელო ჩემპიონი 4 სხვადასხვა დივიზიონში გახდა. მისი კარიერული რეკორდი კი ასეთია 53:2:1.

30 წლის

1. ჯეინს ჰარდენი (კალათბურთი) - 62% 2. პეტერ სეგანი (ველორბოლა) - 16% 3. ნაირო კუინტანა (ველორბოლა) - 11% 4. როი მაკელროი (გოლფი) - 8% 5. პრიმოშ როგლიცი (ველორბოლა) - 3% ჯეიმს ჰარდენი "ჰიუსტონში" 8 წელია თამაშობს. ის 2018 წელს NBA-ს რეგულარული გათამაშების MVP გახდა. 8-ჯერ "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილედ და 5-ჯერ სეზონის საუკეთესო გუნდის წევრად დასახელდა. მის კოლექციაში 2012 წლის ოლიმპიური თამაშების და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალია.

31 წლის

1. სტეფ კარი (კალათბურთი) - 50% 2. კონორ მაკგრეგორი (MMA) - 25% 3. კევინ დიურანტი (კალათბურთი) - 19% 4. ტაისონ ფიური (კრივი) - 6% ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომელიც კალათბურთის გულშემატკივარს ოდესმე უნახავს. სტეფ კარიმ NBA-ს სამ საჩემპიონო ბეჭედსა და ორ MVP-ს წოდებასთან ერთად, 6-ჯერ "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მიიღო მონაწილეობა.

32 წლის

1. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 87% 2. ნოვაკ ჯოკოვიჩი (ჩოგბურთი) - 10% 3. მიკელ ჰანსენი (ხელბურთი) - 2% 4. სებასტიან ვეტელი (ფორმულა 1) - 1% ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ინდივიდუალური თუ გუნდური ჯილდოების ჩამოთვლას ცალკე სტატია სჭირდება. ეს ის სპორტსმენი გახლავთ, რომელიც ალბათ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში პირველ ადგილს მოიპოვებდა.

33 წლის

1.რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი) - 92% 2. სერხიო რამოსი (ფეხბურთი) - 6% 3. ანდრეა დოვიზიოსო (მოტორბოლა) - 1% 3. ბუკე მოლემა (ველორბოლა) - 1% ესპანელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის მოქმედი მეორე ნომერია. მის ანგარიშზე 19 დიდი სლემის ტურნირია და როჯერ ფედერერის უნიკალურ რეკორდამდე ერთი ტრიუმფი აშორებს. მას სარეკორდო, 35 1000-იანთა მასტერსი აქვს მოგებული და 2008 წლის ოლიმპიური ოქროს მფლობელია.

34 წლის

1. ლუკა მოდრიჩი (ფეხბურთი) - 62% 2. სტენ ვავრინკა (ჩოგბურთი) 15% 3. ალუნ ვინ ჯონსი (რაგბი) 13% 4. ვენ სიმპსონი (გოლფი) - 10% ლუკა მოდრიჩი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მესი/რონალდუს 10-წლიანი ჰეგემონია დაამხო და ოქროს ბურთი მოიგო. მას ყველა შესაძლო საკლუბო ტურნირი არაერთხელ აქვს მოგებული, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.

35 წლის

1. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 55% 2. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) 29% 3. ლუის ჰამილტონი (ფორმულა 1) - 11% 4. ელიუდ კიპჩუგე (მძლეოსნობა) - 5% ეჭვგარეშეა, რომ ეს ყველაზე კონკურენტუნარიანი ასაკობრივი კატეგორიაა, თუმცა გულშემატკივრებმა უპირატესობა NBA-ს სამგზის ჩემპიონს მიანიჭეს. ლებრონ ჯეიმსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლიგის 4-გზის MVP, 3-გზის ფინალების MVP და 2 ოლიმპიური ოქროს მფლობელია. "მეფემ" 5 ოქროს ბურთისა და ამდენივე ჩემპიონთა ლიგის მომგებ ფეხბურთელს აჯობა.

სხვა სტატიები