ერლინგ ჰოლანდი: "არ ინერვიულოთ, პეპი აუცილებლად საუკეთესო გამოსავალს იპოვის..."
4 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტი" კატასტროფულად ასპარეზობს. "ქალაქელებმა" უკანასკნელ 8 ტურში მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს, 6 შეხვედრაში კი მარცხი განიცადეს.
"ასტონ ვილასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ერლინგ ჰოლანდმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და შეეცადა წარუმატებლობის გამომწვევი მიზეზები აეხსნა, მან ასევე აღიარა, რომ კლუბი საკმაოდ მძიმე მდგომაროებაშია, თუმცა არავის ეშინია, რადგან მათი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა.
"სამწუხაროდ, ბოლო ტურშიც ვერ შევძელი გოლის გატანა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საგოლე მომენტიც არ მქონია. სამწუხაროა, ჩვენი დღევანდელი რეალობა, მაგრამ ფეხბურთი ასეთი თამაშია.
ბოლო 7-დან 6-ჯერ შევძელით და პრემიერ ლიგა მოვიგეთ, ერთადერთი სეზონია, რომელიც ჯერჯერობით "ჩავაგდეთ" და მაშინვე უდიდესი ნეგატივი წამოვიდა ჩვენს მიმართ - მესმის ეს ყველაფერი და ჩვენთვისაც მიუღებელია, თუმცა, არავის არაფრის გვეშინია, რადგან ჩვენს ზემოთ პეპ გვარდიოლა დგას.
პეპი იმიტომ ითვლება ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად, რომ ასეთი ჩავარდნა კარიერაში პირველად აქვს, თუმცა ყველაფერი ძალიან მალე დალაგდება და ჩვენ ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლას განვაგრძობთ.
მთელი გუნდი, სტაფი და ამ კლუბის მესვეურები დარწმუნებულები ვართ, რომ გვარდიოლა ამ ყველაფრის გამოსავალს ძალიან მალე იპოვის..." - ერლინგ ჰოლანდი
შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტი" 27 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "ლივერპულს", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული 12 ქულით ჩამორჩება.