Belive

შეთანხმება მიღწეულია - ლუკა იოვიჩი ყოფილ კლუბში დაბრუნდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერბმა თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა შესაძლოა მადრიდის "რეალი" დატოვოს. 23 წლის ფორვარდი ნახევარწლიანი იჯარით ფრანკფურტის "აინტრახტში" დაბრუნდება, იქ საიდანაც "სამეფო კლუბმა" 2019 წლის ზაფხულში 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ახალგაზრდა ფეხბურთელს გერმანულ კლუბში ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა, თუმცა ამ შედეგების "ბლანკოსების" რიგებში გამეორება ვერ მოახერხა. საერთო ჯამში, ლუკამ მონაწილეობა "თეთრების" 39 შეხვედრაში მიიღო და მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა. როგორც Marca გვატყობინებს, ფეხბურთელი ყოფილ კლუბს 6 თვით დაუბრუნდება, ფრანკფურტელებს კი მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ჯერი მხოლოდ წვრილმანი დეტალების გადაწყვეტაზეა. ზინედინ ზიდანმა იოვიჩს ამ სეზონში თავის გამოჩენის შესაძლებლობა სულ ხუთ მატჩში მისცა, საერთო ჯამში სერბეთის ნაკრების ფორვარდმა მოედანზე 208 წუთი გაატარა.

სხვა სტატიები