MARCA: "საუდის არაბეთის კლუბებმა ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის მიღება მოითხოვეს..."
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუდის არაბეთის კლუბებს სურთ, რომ მათ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშონ, ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანური გამოცემა "MARCA" ავრცელებს.
საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციას სურს, რომ საუდის პრო ლიგის გამარჯვებულმა გუნდმა, 2025 წლიდან ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა. ისინი UEFA-სგან „Wild Card"-ის მიღებასა და 36-გუნდიან ჩემპიონთა ლიგაზე მათი წარმომადგენლის დაშვებას ითხოვენ.
"MARCA" კი წერს, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი სიტუაციის განვითარება შეუძლებელია, თუმცა იმას ადასტურებს, რომ ამ საკითხზე საუბრები მართლაც მიმდინარეობს.
❗️
— The CR7 Timeline. (@TimelineCR7) August 16, 2023
Saudi Arabian football association wish for their clubs to participate in the UEFA Champions League in 2025.
The idea is to have a spot in the competition for the Saudi Pro League winner.
[@CalcioFinanza] pic.twitter.com/YBH8i6ajXU
ამის შესახებ კომენტარი საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - იასერ ალ მისეჰალმა გააკეთა.
" ეს იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც გააძლიერებს საუდის არაბეთის ფეხბურთის იმიჯსა და პრესტიჟს, ასევე შეუქმნის მეტ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ჩვენს კლუბებსა და მოთამაშეებს.
ეს ასევე შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება არაბული კლუბებისთვის, გამოსცადონ საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო გუნდებისა და მოთამაშეების წინააღმდეგ და წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი და ხარისხი მსოფლიო აუდიტორიის წინაშე.
ამ ყველაფერზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, ვნახოთ რა შედეგს მოიტანს..." - იასერ ალ მისეჰალი
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები გადავიდნენ, როგორებიც არიან: კრიშტიანუ რონალდუ, სადიო მანე, რიად მაჰრეზი, რობერტო ფირმინო, ალან სენტ-მაქსიმინი, ჯორდან ჰენდერსონი, ქარიმ ბენზემა, ნგოლო კანტე, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რუბენ ნევეში, კალიდუ კულიბალი, ნეიმარი, ფაბინიო, ჟოტა, როჯერ იბანიეზი, სეკო ფოფანა, ედუარდო მენდი და სხვა.