Belive

"თუ კრიშტიანუს ნაკრებში გამოძახების საშუალება მექნება, ამას გავაკეთებ" - ჟორჟე ჟეზუში

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჟორჟე ჟეზუში დაინიშნა. 71 სპეციალისტმა დანიშვნის შემდეგ მედიასთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა და კრიშტიანუ რონალდუს თემასაც გაუსვა ხაზი.

შეგახსენებთ, რომ ჟეზუში სულ რამდენიმე თვის წინ კრიშტიანუ რონალდუს ალ-ნასრში წვრთნიდა.

კრიშტიანუსთან ჯერ არ მისაუბრია. ის ეროვნული ნაკრებისთვის და ჩემთვის არასდროს იქნება პრობლემა. ყველას აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება, ჯერ წინასწარ რაღაცებზე საუბარი ნაადრევია.

როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო მოვა, მე გავესაუბრები რონალდუს და ინდივიდუალურად ყველას. კრისი პორტუგალიის სიმბოლოა, ის ისტორიაში შევა. მასთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნება იყო, მასთან მუშაობა წარმოუდგენლად მარტივია.

რონალდუსთან საუბარი აუცილებლად მჭირდება, რომ გავიგო თუ რა სურს, ის აქამდე მეუბნებოდა, რომ კარიერის დასრულება ალ-ნასრში სურდა, თუ მისი ნაკრებში გამოძახების საშუალება მექნება, ამას გავაკეთებ.

ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეხედეთ კრისს. ჩემს დროს ის მატჩში 8 კილომეტრს დარბოდა და საათში 25 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს ავითარებდა. ის თამაშობდა, როცა საჭიროდ ჩავთვლიდი. მან გასულ წელს 50 თამაშიდან 31-ში ითამაშა. მე ის 16-ჯერ შევცვალე და არანაირი პრობლემა არ შემქმნია. აქ დიდი უპირატესობა მაქვს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე გამოძახებული 12 მოთამაშე უკვე ჩემთან მუშაობდა. - ჟორჟე ჟეზუსი - პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8-ეტაპზე პორტუგალიელთა მარცხის შემდეგ რობერტო მარტინესი ეროვნული ნაკრებიდან გაათავისუფლეს, რომლის მაგივრადაც ჟორჟე ჟეზუსი დანიშნეს.

სხვა სტატიები