Belive

Marca-ს მკითხველებმა 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე დაასახელეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური გამოცემის, Marca-ს მკითხველთა ვერსიით, 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, კილიან მბაპე დასახელდა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 130 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

მეორე ადგილზე ,,პარი სენ ჟერმენის'' კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლეო მესი გავიდა. სამეულში, ასევე, კარიმ ბენზემა მოხვდა.

მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარიშზე ,,პსჟ-ს'' მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 20 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

კილიანი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც არგენტინასთან დამარცხდა. 24 წლის ფეხბურთელი 8 გოლით მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სხვა სტატიები