Belive

კასანო: ,,ჩემთვის საუკეთესოა გუნდი, სადაც ლეო მესი თამაშობს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ანტონიო კასანოს, სთხოვეს დაესახელებინა გუნდი, რომელიც ევროპაში ყველაზე მეტად მოსწონს:

,,ჩემთვის საუკეთესო გუნდი ყოველთვის იქნება ის, სადაც ლეო მესი თამაშობს - მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელი. თუ მესის არ ჩავთვლით, ყველაზე ლამაზ და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ ფეხბურთს პეპ გვარდიოლას გუნდები თამაშობენ. წელს მან სტოუნსი დაცვით ნახევარმცველად აქცია. მოურინიო და ალეგრი გვარდიოლას ვერ შეედრებიან.

პეპის გარდა მომწონს ნაგელსმანი. შარშან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ტუხელმა. იტალიელებიდან კი დე ძერბის გამოვარჩევდი. ფეხბურთი მიყვარს, ვუყურებ და ვსწავლობ,'' - კასანოს სიტყვებს Marca ციტირებს.

სხვა სტატიები