2023 წელს რონალდუზე მეტი გოლი არავის გაუტანია
საუდის არაბეთის პრო ლიგის მე-17 ტურში ,,ალ ნასრმა'' ,,ალ იტიჰადს'' 5:2 მოუგო.
მატჩში დუბლი გაიფორმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელსაც 2023 წელს 53 გოლი დაუგროვდა.
პორტუგალიელმა წელს გატანილი გოლების რაოდენობით კილიან მბაპესა და ჰარი კეინს (52-52) გადაუსწრო და მიმდინარე წლის საუკეთესო ბომბარდირებს შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
კრიშტიანუს ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში 10, ,,ალ ნასრის'' შემადგენლობაში კი 43 გოლია.
2023 წლის საუკეთესო ბომბარდირები:
კრიშტიანუ რონალდუ - 53 გოლი
კილიან მბაპე - 52 გოლი
ჰარი კეინი - 52 გოლი
ერლინგ ჰოლანდი - 50 გოლი
ხერმან კანო - 40 გოლი
დენი ბუანგა - 40 გოლი
სანტიაგო ხიმენესი - 39 გოლი
რომელუ ლუკაკუ - 39 გოლი
ბარნაბას ვარგა - 38 გოლი
ლაუტარო მარტინესი - 37 გოლი
🇵🇹 Cristiano Ronaldo scores two goals on penalty for Al Nassr and makes it 5️⃣3️⃣ goals in 2023 calendar year.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 26, 2023
Current situation 👟✨
◉ Cristiano Ronaldo — 53
◎ Harry Kane — 52
◉ Kylian Mbappé — 52
◎ Erling Haaland — 50 pic.twitter.com/QEp5zipViP