Belive

Marca: რეალმა ახალ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი შეათანხმა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რეალის'' მომავალ მთავარ მწვრთნელად გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, ხაბი ალონსო დაინიშნება. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მადრიდული გრანდი ესპანელ სპეციალისტთან 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდა. ხაბი ,,რეალში'' მის ამჟამინდელ ასისტენტთან, სებასტიან პარილიასთან ერთად იმუშავებს.

ესპანურ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ ,,სამეფო კლუბს'' კარლო ანჩელოტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

ალონსო ,,ლევერკუზენს'' 2022 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით ,,ფარმაცევტებმა'' ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგეს. გარდა ამისა, გუნდმა ევროპა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

სხვა სტატიები