Belive

MARCA: რეალი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს წინადადებას იანვარში შესთავაზებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

MARCA-ს ცნობით, მადრიდის "რეალი" აპირებს, "ლივერპულის" მცველს, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს, წინადადება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესთავაზოს, თუ რა თქმა უნდა, ინგლისელმა კონტრაქტი იქამდე არ გაახანგრძლივა.

მადრიდული გრანდი დიდი ხანია ტრენტით არის დაინტერესებული, მარჯვენა მცველს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, რეალი კი იქამდე მოცდას არ აპირებს. ტრენტის შემთხვევაში, რეალი აპირებს იგივე სტრატეგიას მიჰყვეს, რაც "ბაიერნის" ალფონსო დევისთან მიმართებით იყო: 'დაველოდოთ იანვარს, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები მოთამაშესთან, ყოველგვარი წესების დარღვევის გარეშე და შემდეგ შეთავაზება'.

აღსანიშნავია, რომ თავად ალექსანდრ-არნოლდსაც არ სურს ახალ წლამდე კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ლივერპულის შედეგები ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

სხვა სტატიები