Belive

გოლი ენფილდზე | რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ ლივერპულთან მატჩში?

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ვილიარეალი ლივერპულთან სტუმრად 4:3 დამარცხდა.

ესპანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც მე-4 წუთზე თავი გოლით გამოიჩინა.

ქართველი ფეხბურთელის თამაში Sofascore-მა 7,6 ქულით შეაფასა (ყველაზე მაღალი ვილიარეალის რიგებში). მიქაუტაძემ, რომელიც ბურთს 33-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 6-დან 4 დუელი მოიგო და 17-დან 14 ზუსტი გადაცემა (82%) გააკეთა.

7,2 ქულა დაიმსახურა გიორგიმ Whoscored-სგან (ასევე ყველაზე მაღალი ვილიარელში), 7,2 კი - Flashscore-სგან.

ვილიარეალი 3 ქულით სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციაზეა. მიქაუტაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩს 4 ნოემბერს, პარი სენ ჟერმენის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები