Belive

Marca : "ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა თბილისში პრობლემას წავაწყდით"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის ნაკრები ვარჯიში თბილისში გეგმის მიხედვით არ წავიდა. მოედანზე ფეხბურთელებმა ვერ მიიღეს ჩანთები, სადაც მათი ბუცები იყო. გარდა ამისა, ხელთათმანების გარეშე დარჩნენ მეკარეებიც. "ფურია როხამ" ვარჯიში მაინც ჩაატარა, თუმცა, არასრულფასოვანი ეკიპირებით. გუნდმა ძირითადი დრო ფიზიკურ ვარჯიშებს დაუთმო.

აღნიშნულ შემთხვევას გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ც გამოეხმაურა და 2021 წელს მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გუნდს საქართველოში ვიზიტისას პრობლემა შეექმნა. 2021 წლის მარტში, "დინამო არენაზე" ელექტროენერგია ჩაქრა და გუნდს ვარჯიშის შეწყვეტა მოუწია. ფეხბურთელები მოედნიდან გავიდნენ და გასახდელში ტელეფონის ფანრის შუქზე იცვლიდნენ. -

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრების დაპირისპირება ხვალ, თბილისში "დინამო არენაზე" 20:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები