Belive

,,პასუხი ქართველებს, რომლებიც ამბობდნენ რომ თბილისში 5:0-ს მოგვიგებდნენ'' - რას წერენ ალბანელები სოციალურ ქსელში

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთთან შინ 0:1 დამარცხდა.

მატჩის შედეგის შესახებ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს ადგილობრივი გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

  • ,,პასუხი მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს, რომლებიც პირველი მოგებით აჟიტირებულნი ამბობდნენ, რომ თბილისში 5:0-ს მოგვიგებდნენ... მოდით, ახლა დავლიოთ ერთი ჭიქა ღვინო იქ, კავკასიაში.''

  • ,,ჩვენი ნაკრების დამსახურებული გამარჯვება ძლიერ მეტოქესთან, რომლის წინააღმდეგაც ბევრ გუნდს გაუჭირდა. ახლა კიდევ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის, სადაც ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია.''

  • ,,მომენტებით უნდა გვესარგებლა! საბედნიეროდ, საქართველომ ჩვენი დასჯა ვერ შეძლო...''

  • ,,მწვრთნელის კრიტიკამ შედეგი გამოიღო!''

  • ,,სად არიან ქართველი გულშემატკივრები?''

  • ,,დღეს დავამტკიცეთ, რომ სასწაულის მოხდენა შეგვიძლია. თუმცა, ბევრი ასპექტის გამოსწორება გვჭირდება.''

ერთა ლიგის 4 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფში 6 ქულით ლიდერობს.

ვილი სანიოლის გუნდი მომავალ მატჩს 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები