Belive

მანუელ ნოიერმა იკერ კასილასის რეკორდი გაიმეორა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მიუნხენის ,,ბაიერნმა” რომის ,,ლაციოს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

,,რეკორდმაისტერის” მეკარემ, მანუელ ნოიერმა, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გოლი 57-ე შეხვედრაში არ გაუშვა, რითაც ლეგენდარული ესპანელის - იკერ კასილასის რეკორდი გაიმეორა.

ასეთი შედეგის დასაფიქსირებლად ნოიერს 136 მატჩის ჩატარება დასჭირდა, იკერმა კი ეს 177 თამაშში შეძლო.

ნოიერისა და კასილასის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტჯერ მშრალად შენახული კარი ჯანლუიჯი ბუფონის ანგარიშზეა (52).

სხვა სტატიები