ჩემპიონთა ლიგა | ყველა მერვედფინალისტი ცნობილია
დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის ეტაპი დასრულდა და მერვედფინალის საგზური კიდევ 4-მა გუნდმა - ,,პარი სენ ჟერმენმა'', ,,რეალმა'', ,,პსვ ეინდჰოვენმა'' და ,,დორტმუნდმა'' გაიფორმა.
პლეი-ინიდან მომდევნო ეტაპზე გუშინ ,,ბრიუგე'', ,,ფეიენოორდი'', ,,ბაიერნი'' და ,,ბენფიკა'' გავიდნენ.
ეს 8 კლუბი 1/8-ფინალში იმ გუნდებს შეუერთდება, რომლებმაც პლეი-ოფში გასვლა ლიგის ფაზიდან შეძლეს (ლივერპული, ბარსელონა, არსენალი, ინტერი, ატლეტიკო, ლევერკუზენი, ლილი, ასტონ ვილა).
პლეი-ინიდან გასული გუნდების სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში:
პსჟ - ლივერპული/ბარსელონა
ბრიუგე - ლილი/ასტონ ვილა
რეალი - ატლეტიკო/ლევერკუზენი
პსვ - არსენალი/ინტერი
ფეიენოორდი - ინტერი/არსენალი
ბაიერნი - ლევერკუზენი/ატლეტიკო
დორტმუნდი - ასტონ ვილა/ლილი
ბენფიკა - ბარსელონა/ლივერპული
მერვედფინალური ეტაპის წილისყრა პარასკევს გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.