Belive

მანე ალ ნასრში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბაიერნი'' და ,,ალ ნასრი'' სადიო მანეს სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას გერმანელი ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ,,რეკორდმაისტერი'' ფეხბურთელის სანაცვლოდ 28-30 მილიონ ევროს მიიღებს. სენეგალელი სამედიცინო შემოწმებას დღეს, დუბაიში გაივლის. მისი ანაზღაურება ახალ კლუბში 40 მილიონი ევრო იქნება.

მანემ გასულ სეზონში ,,ბაიერნის'' მაისურით ჩატარებულ 38 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

,,ალ ნასრმა'' იანვარში კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმა, ზაფხულში კი გუნდს ალექს ტელეში, მარსელო ბროზოვიჩი და სეკო ფოფანა შეუერთდნენ.

სხვა სტატიები