Belive

"მანჩესტერისგან წერილს მთელი შვებულება ველოდებოდი" - დე ლიხტი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე დღის წინ მატიას დე ლიხტმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გააფორმა. ნიდერლანდელი მცველი 2029 წლის ივნისამდე ინგლისურ კლუბში ითამაშებს. "წითელმა ეშმაკებმა" 25 წლის ფეხბურთელი $43 მილიონად შეიძინა.

როგორც დე ლიხტი ამბობს, "მანჩესტერში" თამაში მისთვის ბევრს ნიშნავს.

როგორც კი გავიგე, რომ "მანჩესტერს" ჩემი დამატება სურდა ახალი გამოწვევით ძალიან აღვფრთოვანდი. ერიკ ტენ ჰაგმა ჩემი კარიერის საწყისი წლები შექმნა და იცის ჩემგან საუკეთესო როგორ მიიღოს.

მანჩესტერისგან წერილს მთელი შვებულება ველოდებოდი და და ერთი სული მაქვს როდის დავიწყებთ. - განაცხადა დე ლიხტმა

2024/2025 წლის პრემიერ ლიგის სეზონს სწორედ "იუნაიტედი" გახსნის. ტენ ჰაგის კლუბი პირველ შეხვედრას "ფულემის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16 აგვისტოს 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები