Belive

"მანჩესტერისგან პრემიას ველოდები" - ჟოზემ ყოფილ გუნდზე საინტერესოდ ისაუბრა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევროპა ლიგის განახლებული ფორმატის ლიგის ფაზაში, მესამე ტურში ერთმანეთს სტამბულის "ფენერბაჰჩე" და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეხვდებიან. შესაბამისად, ჟოზე მოურინიო ყოფილ გუნდს კიდევ ერთხელ შეერკინება. "განსაკუთრებულმა" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მომავალ მეტოქეზე საინტერესოდ ისაუბრა და კიდევ ერთხელ იხუმრა. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, მას იმედი აქვს, რომ "მანჩესტერი" პრემიერ ლიგის ოქროს მედლითა და პრემიით დააჯილდოვებს.

"ჩვენ ევროპა ლიგა მოვიგეთ და პრემიერ ლიგაში მეორე ადგილი დავიკავეთ. ვფიქრობ, ჯერ კიდევ გვაქვს ამ გათამაშების მოგების შანსი: შესაძლოა "მანჩესტერ სიტი" ქულების ჩამოკლებით დაისაჯოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ამ ლიგას მოვიგებთ. პრემია უნდა გადამიხადონ და მედალი მომცენ", - ამბობს პორტუგალიელი.

თურქული და ინგლისური გუნდების მატჩი 24 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები