Belive

ბრიტანული მედია: მანჩესტერ იუნაიტედმა რუბენ ამორიმის გათავისუფლება გადაწყვიტა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ რუბენ ამორიმის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა.

გასულ პერიოდში, პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ გაკეთებული განცხადებები გუნდის ხელმძღვალეობისთვის მიუღებელი გამოდგა და მათ რუბენ ამორიმის გაშვება გადაწყვიტეს.

რუბენ ამორიმმა პრესკონფერენციის დროს თქვა, რომ გუნდში მისვლისას არამხოლოდ მთავარი მწვრთნელის, არამედ მენეჯერის უფლებებით სარგებლობის გარანტია მიიღო, მაგრამ ეს ყველაფერი სისრულეში არ მოვიდა და სატრანსფერო პოლიტიკის წარმოებაშიც სათანადოდ ვერ ჩაერთო.

რუბენ ამორიმი მანჩესტერ იუნაიტედში 2024 წლის ნოემბერში დანიშნა, მას შემდეგ ლისაბონის სპორტინგიდან გადაბარგებულმა სპეციალისტმა ინგლისურ გრანდს 63 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 25 მოიგო, 23-ში დამარცხდა და 15 ფრედ ითამაშა. ამორიმის ხელმძღვანელობით მანჩესტერ იუნაიტედმა უეფას ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა.

მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პრემიერ ლიგაში 20 ტურის შემდეგ 31 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები