Belive

მანჩესტერის აღმასრულებელი დირექტორი: "2028 წლის პრემიერ ლიგა უნდა მოვიგოთ"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა - ომარ ბერადამ კლუბის მესვეურებსა და სტაფს განუცხადა, რომ მაქსიმალურად მობილიზდნენ 2028 წლის პრემიერ ლიგისთვის.

საქმე ისაა, რომ 2028 წელს კლუბის 150 წლისთავია და ტიტული აუცილებლად უნდა მოიგონ. ამ ყველაფერს კი ზედმეტსახელად "პროექტი 150" ეწოდა.

"მესმის გულშემატკივრების გაბრაზება და აგრესიული კომენტარები, რადგან ისინი არ არიან მიჩვეულები ამდენი ხანი უტიტულოდ ყოფნას. მინდოდა 10-წლიანი გეგმა შემედგინა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყავით კიდევ უფრო ღრმად და უკეთ, თუმცა ამაზეც დიდი აგრესია მივიღე, სწორედ ამიტომ შევადგინე 3-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2028 წელს პრემიერ ლიგის ჩემპიონობას - ეს განსაკუთრებული იქნება იმ წელს, როდესაც ჩვენი კლუბი 150 წლის გახდება.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ დღეს და ხვალ და ვთქვათ, რომ მანჩესტერ სიტის დონის ფეხბურთს ვითამაშებთ და მოვიგებთ პრემიერ ლიგას, თუმცა ეს ჩემი მხრიდან, როგორც კლუბის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან არასწორი იქნება, რადგან გულშემატკივრებს იმედებს გავუცრუებ.

მანჩესტერ იუნაიტედის საბოლოო მიზანია ვიყოთ ძალიან ძლიერები პრემიერ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი კლუბი ვართ მსოფლიოში..." - ომარ ბერადა

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, განვლილი 5 ტურის შემდეგ, "წითელი ეშმაკები" 7 ქულით მე-11 პოზიციას იკავებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" შემდეგ მატჩს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ 29 სექტემბერს, 19:30 საათზე გამართავს.

სხვა სტატიები