იამალი: "ერთადერთი მიზეზია, რის გამოც მაროკოს ნაკრებში არ ვითამაშე"
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების 18 წლის სუპერვარსკვლავმა - ლამინე იამალმა, მაროკოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის არჩევანზე ისაუბრა და ახსნა, თუ რატომ თქვა უარი მაროკოს ნაკრებში თამაშზე.
იამალმა ასევე აღნიშნა, რომ მას მაროკოშო ელოდებოდნენ, ყველანაირი საბუთი მოგვარებული იყო, თუმცა მან ბოლოს გადაწყვიტა, რომ ევროპულ ქვეყანაში ეთამაშა.
"გულის სიღრმეში, მაროკოს ნაკრებში თამაშზე ვფიქრობდი. იმ დროს მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა...
მაგრამ გადაწყვეტილების მომენტში არასდროს შემპარვია ეჭვი. მაროკოს მიმართ მთელი სიყვარულითა და პატივისცემით, ყოველთვის მინდოდა ევროპაზე და ევროპაში თამაში.
ერთადერთი და მთავარი მიზეზი, რის გამოც მაროკოზე უარი ვთქვი, არის ის, რომ ევროპულ ფეხბურთს უფრო დიდი ყურადღება ექცევა და ვფიქრობ, რომ ის საერთაშორისო უმაღლეს დონესთან უფრო ახლოსაა.
დიდება ღმერთს, რომ ეს შევძელი. ეს ასევე მაახლოებს მსოფლიო ჩემპიონატთან და მოგების შანსები მაქვს... მაროკოსადმი სიყვარული ყოველთვის მექნება, რადგან ეს ჩემი ქვეყანაა. ესპანეთში გავიზარდე და ასევე ვგრძნობ, რომ ესეც ჩემი ქვეყანაა." - ლამინე იამალი
შეგახსენებთ, რომ ლამინე იამალს მაროკოელი მამა ჰყავს, დედა კი ეკვატორული გვინეას წარმოადგენს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლამინე იამალი 2021 წლიდან ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, 2023 წლიდან კი ესპანეთის ეროვნული ნაკრების შეუცვლელ წევრად იქცა. მან ლომის წვლილი შეიტანა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონობაში.
იამალს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 23 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 6 გოლის გატანა შეძლო.