Belive

მანჩესტერი დე ხეას ხელახლა დამატებას გეგმავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და დავიდ დე ხეას გზები ამ სეზონში გაიყო. ესპანელმა მეკარემ ინგლისურ კლუბში 12 სეზონი გაატარა და "ოლდ ტრაფორდი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თუ დავიდი კლუბს ვერ იპოვიდა კარიერასაც დაასრულებდა. ესპანელი კარის დარაჯი ამჯერადაც გუნდის გარეშე იმყოფება.

Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა დე ხეა კვლავ დაიმატოს. ინგლისური კლუბი მათ ყოფილ მეკარეს მოკლევადიან კონტრაქტს გაუფორმებს. როგორც "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლები ამბობენ, ონანას აფრიკის თასზე გამგზავრების შემდეგ, გუნდს კარის დარაჯი არ ეყოლება. აქედან გამომდინარე "მანჩესტერი" დავიდ დე ხეას კიდევ ერთხელ დაიმატებს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული კარიერის განმავლობაში დე ხეამ პრემიერ ლიგა, FA თასი, ორი ლიგის თასი და ევროპა ლიგის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები