Belive

"სამი წლის განმავლობაში ამ მაისურის დაცვა ჩემთვის დიდი პატივია" - გიორგი მამარდაშვილი

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" მაისურით 100 მატჩი გამართა. ეს ქართველი მეკარისთვის ძალიან კარგი სეზონის ძალიან კარგად დაგვირგვინება იყო. გიორგი წელს "ღამურების" ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. ლა ლიგაში მამარდაშვილმა საკუთარი კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა და გუნდი წაგებას არაერთხელ გადაარჩინა.

გიორგი მიღწეულ 100-მატჩიან ნიშნულს სოციალურ ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

გუშინდელ შეხვედრაში ამ მაისურით მე-100 მატჩი ჩავატარე და ამაზე ამაყი ვერ ვიქნები. სამი წლის განმავლობაში ამ მაისურის დაცვა ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა. მოედანზე გატარებული ყოველი წუთი, ყოველი ვარჯიში და გამოწვევა ამად ღირდა. დიდი მადლობა ყველას ვინც მხარეს მიჭერდა და აქ მოხვედრაში დამეხმარა: თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და რა თქმა უნდა ფანებს. ეს მხოლოდ დასაწყისია! - წერს გიორგი მამარდაშვილი
View this post on Instagram

A post shared by Gio Mamardashvili (@gmamardashvili25)

"ვალენსიამ" 2023/24 წლების სეზონი მე-9 ადგილით დაასრულა, ღამურებმა 49 ქულა დააგროვეს (13 მოგება, 10 ფრე და 15 მარცხი).

სხვა სტატიები