Belive

დაბრუნება 162 დღის შემდეგ - ფრენკი დე იონგი იანგ ბოისის წინააღმდეგ ითამაშებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ნახევარმცველი - ფრენკი დე იონგი უმძიმესი ტრავმისა და 162 უქმე დღის შემდეგ მოედანს უბრუნდება.

ამის შესახებ ინფორმაციას "ბარსელონას" ოფიციალური გვერდი აქვეყნებს და ადასტურებს, რომ 27 წლის ნიდერლანდელი ჩემპიონთა ლიგის მატჩში "იანგ ბოისის" წინააღმდეგ დაბრუნდება.

ფრენკი დე იონგს 2023/2024 წლების სეზონში ტრავმის გამო 262 დღისა და 38 მატჩის გამოტოვება მოუწია. მან ბოლო ტრავმა 2023 წლის 22 აპრილს მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებაც მოუწია.

დე იონგს ტერფის მძიმე დაზიანება ჰქონდა, რის გამოც ოპერაციაც ჩაიტარა, დღეს კი მოედანს ოფიციალურად დაუბრუნდება.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში "ბარსელონა" შინ "იანგ ბოისს" მიიღებს, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები