Belive

ფიორენტინამ პრემიერ ლიგის ორი კლუბი უარით გაისტუმრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წელს, მას შემდეგ რაც მაროკოს ნაკრებმა მთელი მსოფლიო გააოცა, აფრიკელთა ერთ-ერთმა ნახევარმცველმა დიდი ყურადღება მიიქცია. საუბარია სოფიან ამრაბატზე, რომელიც გრანდების სამიზნე მაშინვე გახდა. 

მიუხედავად ამისა, მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო. კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, დიდი დრო გავიდა, თუმცა, ამრაბატი კვლავ "ფიორენტინას" რიგებში ირიცხება. 

იტალიური გამოცემა Sportitalia-ს ცნობით, სოფიან ამრაბატს ინგლისში "ნოტინგემ ფორესტი" ეპატიჟებოდა, თუმცა, ნახევარმცველმა მათი შემოთავაზება უარყო. ამავე წყაროზე დაყრდნობით მაროკოელის სატრანსფერო თანხა 17 მილიონ ფუნტს შეადგენდა. 

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამრაბატი "ფიორეს" პირველ გუნდთან ერთად გარკვეული დრო არ ვარჯიშობდა, რადგან ის "მანჩესტერის" შემოთავაზებას ელოდებოდა. "წითელი ეშმაკები" მაროკოელის დამატებით სერიოზულად ინტერესდებოდნენ, თუმცა, იტალიელებმა "იუნაიტედის" შეთავაზებაზეც უარი თქვეს. სხვადასხვა გამოცემებზე დაყრდნობით, "ფიორენტინა" შეთავაზებული თანხით უკმაყოფილო დარჩა.

მიმდინარე სეზონი "ფიორენტინამ" კარგად დაიწყო. ორი ტურის შემდეგ, ფლორენციელებს 4 ქულა აქვთ და სერია ა-ში მე-5 ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები