"ფრე უფრო სამართლიანი იქნებოდა" - რუდი გარსია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტური და ყველას ყურადღება ნეაპოლში გამართული მატჩისკენაა მიმართული. "ნაპოლიმ" შინ "რეალ მადრიდს" უმასპინძლა. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა კლუბმა მეტოქე 2:3 დაამარცხა და მორიგი სამი ქულაც ჩაიწერა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
დიდებული კლუბის წინააღმდეგ, თანაბრად ვითამაშეთ. გაშვებულ გოლებზე არ ვდარდობთ. საქმე ისაა, თუ როგორ ვიცავდით თავს. 1:1-ზე სივრცეები საკმაოდ გავხსენით. ამ დროს რთულია თავიდან გადაწყობა. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან მომეწონა ჩემი გუნდის თამამი სათამაშო სტილი. ჩვენ მოგებაც კი შეგვეძლო.
მსაჯებზე საუბარი არ მინდა, თუმცა, მატჩში ორი საეჭვო მომენტი იყო. ოლივერაზე კუთხურთან ჯარიმა იყო, სწორედ ამან მისცა "რეალს" წინ გასვლის საშუალება. - განაცხადა რუდი გარსიამ
"ნაპოლის" ამ მარცხის შემდეგ, სამი ქულა აქვს და C ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებს. შემდეგი შეხვედრა გარსიას გუნდს ევროპის ყველაზე ელიტურ საკლუბო ტურნირზე 24 ოქტომბერს, "უნიონ ბერლინის" წინააღმდეგ ელის.