Belive

მანჩესტერ სიტის უპრეცედენტო შეთავაზება ერლინგ ჰოლანდს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ "სიტი" ერლინგ ჰოლანდზე ნადირობას განაგრძობს. მანჩესტერულმა კლუბმა 21 წლის ნორვეგიელ ფეხბურთელს უპრეცედენტო შეთავაზება გაუკეთა. იმ შემთხვევაში თუ ჰოლანდი "სიტიში" გადავა, მანჩესტერული კლუბი მას კვირაში £500,000 ფუნტს გადაუხდის. ტრანსფერზე საუბარი უფრო და უფრო რეალური ხდება, რადგან სეზონი მთავრდება და მალე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. ერლინგ ჰოლანდს "დორტმუნდში" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. გერმანულ კლუბს კი კონტრაქტში, ჰოლანდის გამოსასყიდ თანხად €75 მილიონი ევრო უწერია, რაზეც მანჩესტერ "სიტი" მზადყოფნას და დიდ სურვილს გამოთქვამს, შესაბამისად ნორვეგიელი ვარსკვლავის შეძენაში ფავორიტი სწორედ მანჩესტერული კლუბია. ერლინგ ჰოლანდის შეძენით მრავალი საფეხბურთო გრანდია დაინტერესებული: მადრიდის "რეალ"; მანჩესტერ "სიტი"; "ბარსელონა"; "არსენალი"; მიუნხენის "ბაიერნი" და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი "დორტმუნდში" 2020 წლის იანვარში, ავსტრიული "ზალცბურგიდან" გადავიდა. მას შემდეგ 21 წლის ფორვარდმა გერმანულ კლუბში 85 მატჩი ჩაატარა, სადაც 82 გოლის გატანა შეძლო. მიმდინარე სეზონში მას ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა, თუმცა 26 მატჩში მის ანგარიშზე 25 გოლია.
 

სხვა სტატიები