Belive

მანჩესტერ სიტის დე ბრუინესთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კევინ დე ბრუინეს საუდის არაბეთის პრო ლიგიდან შემოთავაზებები აქვს, მაგრამ "მანჩესტერ სიტის" კევინთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, ინფორმაციას სპორტული გამოცემა Goal ავრცელებს.

საუდის არაბეთის პრო ლიგაში დე ბრუინეს ანაზღაურება შესაძლოა კვირაში 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყოს. როგორც თვითონ 33 წლის ფეხბურთელს ბევრჯერ უთქვამს მანჩესტერში შვილებთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრებით ბედნიერია. "სიტი"-ში მისი ამჟამინდელი ანაზღაურება კვირაში 375 000 ფუნტს შეადგენს და ბელგიელს მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 18 თვე აქვს, მათ კევინ დე ბრუინესთან კონტრაქტის გახანგრძლივება 2026 წლის ზაფხულამდე სურთ.

ნიუკასლთან მატჩის შემდეგ მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თქვა:

კევინი ლეგენდაა. მას ჩვენი ხალხი უყვარს და იმედი მაქვს ის ბოლო თვეებში ბოლომდე დაგვეხმარება. ჩვენ გვჭირდება კევინის მსგავსი ფეხბურთელები, გვჭირდება, რომ მან რაღაც განსაკუთრებული გააკეთოს სეზონის მიწურულს. ეს არის არა ტაქტიკური უნარი, არამედ ნიჭი, ინდივიდუალური ნიჭი. - პეპ გვარდიოლა - "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები