რომელუ ლუკაკუმ და კევინ დე ბრუინემ ერთა ლიგაზე თამაშისგან თავი შეიკავეს
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ნაკრების ლიდერებმა, რომელუ ლუკაკუმ და კევინ დე ბრუინემ გუნდის მთავარ მწვრთნელს, დომენიკო ტედესკოს დასვენების უფლება სთხოვეს.
გადატვირთული კალენდრისა და ხშირი ტრავმიანობის გამო, ბელგიელებმა იტალიელ სპეციალისტს სთხოვეს, რომ მოახლოებული სანაკრებო პერიოდის დროს, როცა გუნდი საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებებს უნდა შეხვდეს, ისინი არ გამოიძახონ.
ნათქვამია, რომ ორივე ფეხბურთელი მწვრთნელს პირადად ესაუბრა, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის და შემდეგ თავად მუნდიალზე თამაშს აპირებენ, მაგრამ კონკრეტულად ამ შეკრებაზე ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.
"კევინმა მთხოვა, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის ის არ გამოგვეძახებინა. საუკეთესო მოთამაშეებს დასვენება სჭირდებათ. ჩვენ მათი გვესმის", - ამბობს დომენიკო ტედესკო.