Belive

მანჩესტერ სიტიმ უზბეკეთის ნაკრების 20 წლის მცველი იყიდა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ლანსიდან'' 20 წლის ცენტრალური მცველი, აბდუკოდირ ხუსანოვი იყიდა.

,,ქალაქელებმა'' უზბეკ ფეხბურთელთან 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

,,მოხარული ვარ, რომ შევუერთდი მანჩესტერ სიტის, გუნდს, რომლის ყურებისგან სიამოვნებას დიდი ხანია ვიღებ.

ეს კლუბი სავსეა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით და მათთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველი. და, რა თქმა უნდა, პეპ გვარდიოლა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მიხარია, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩემი თამაში კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საამაყო მომენტია და ამ გამოწვევისთვის მზად ვარ.'' - აბდუკოდირ ხუსანოვი

ინგლისური მედიის ცნობით, ,,მანჩესტერ სიტიმ'' ფრანგულ გუნდს ხუსანოვის სანაცვლოდ 40 მილიონ ევრომდე გადაუხადა.

მიმდინარე სეზონში უზბეკმა მცველმა ,,ლანსის'' მაისურით 16 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. ოქტომბერში ხუსანოვი ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები