Belive

იოშკო გვარდიოლი გულშემატკივრებს ჯარისკაცის ფორმით მოევლინა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტის ხორვატი ფეხბურთელი იოშკო გვარდიოლი ახალ საქმიანობას დაეუფლა, 23 წლის მცველი ჯარისკაცის ფორმით გამოჩნდა, ფოტოებს სოციალურ ქსელში თავად ფეხბურთელი აქვეყნებს.

იოშკოს მიერ მორგებული ჯარისკაცის ფორმა უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით მისი ჰობია, ის ვიდეო თამაშის Commando Squad 9-ის ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, იქ კი ხდება ყველაფერი ისე როგორც საომარ თამაშებშია. გვარდიოლი ხორვატიაში გამართულ აღნიშნულ ღონისძიებაზე, კომანდოსის აღჭურვილობით და აირსოფტის იარაღით იყო წარმოდგენილი.

ყოველთვის მინდოდა შემეგრძნო, როგორია სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრობა და ნამდვილი კომანდოსის მისიის შესრულება - იოშკო გვარდიოლი
View this post on Instagram

A post shared by Joško Gvardiol (@josko_gvardiol)

სხვა სტატიები