Belive

დე ბრუინე, შესაძლოა, საუდის არაბეთის რანგით მე-2 ლიგის გუნდში გადავიდეს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინეს ტრანსფერით ,,ნეომი'' ინტერესდება, რომელიც მიმდინარე სეზონში საუდის არაბეთის პირველ დივიზიონში (რანგით მე-2 ლიგა) ასპარეზობს. ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხარეები ერთმანეთს უკვე დაუკავშირდნენ და თავად ფეხბურთელი არაბეთში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.

დე ბრუინეს გადაბირება, ასევე, ,,რივერ პლეიტს'', ,,ფენერბაჰჩეს'', ,,გალათასარაისა'' და ,,სან დიეგოსაც'' სურთ, თუმცა ,,ნეომის'' უპირატესობა ფინანსური შესაძლებლობებია.

ბელგიელი ნახევარმცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. ამ მომენტისთვის, Transfermarkt-ის მონაცემებით, დე ბრუინეს სატრანსფერო ღირებულება 27 მილიონი ევროა.

  • 1965 წელს დაარსდა საფეხბურთო კლუბი ალ-სუქორი, რომელსაც 2023 წელს, არაბეთის სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ნეომი დაერქვა.

  • გუნდმა გასულ წელს საუდის არაბეთის რანგით მე-3 ლიგა მოიგო, ახლა კი პირველ დივიზიონში (რანგით მე-2 ლიგა) პირველ ადგილს იკავებს და უმაღლეს ლიგაში თამაში, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს.

სხვა სტატიები