Belive

ვულვზის ფეხბურთელი წრიული ფორმის ბარათით გააძევეს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისში, FA CUP-ის შეხვედრაში, სადაც "ბრენტფორდი" "ვულვზს" მასპინძლობდა, მსაჯმა ტონი ჰარინგტონმა იშვიათი ფორმის წითელი ბარათი გამოიყენა.

Gtech Community სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ უცნაური რამ ნახა, როდესაც მატჩის მე-9 წუთზე მსაჯმა სტუმართა ნახევარმცველი, ჟოაო გომესი სახიფათო ვარდნის გამო პირდაპირ გააძევა და ჯიბიდან მრგვალი წითელი ბარათი ამოიღო.

სოციალურ ქსელებში უამრავი შეკითხვა დაიბადა ბარათის ფორმასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, თავდაპირველად განსხვავებული ფორმის ბარათების რეკომენდაცია გაიცა იმიტომ, რომ ზოგიერთი მოთამაშე ფერებს ვერ არჩევდა. განსხვავებული ფორმის ბარათები მსაჯსაც უადვილებს ჯიბიდან მარტივად და სწრაფად ამოიღოს სწორედ იმ ფერის ბარათი, რომელიც სურს.

ერთხელ, სიდნეის რკინიგზის სადგურზე რაგბის სამხრეთ აფრიკელ მსაჯს, ანდრე უოტსონს შევხვდი. მატარებელში ერთად ვისხედით და ვთხოვე ყველაზე უცნაური შემთხვევები გაეხსენებინა. მან მითხრა, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა შემთხვევით წითელი ბარათი აჩვენა და ამის შემდეგ ის განსხვავებული ფორმის ბარათებს ატარებდა - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ინგლისის ასოციაციის თასზე მრგვალი წითელი ბარათი გამოიყენეს. გასულ სეზონში ეს დინ ვაითსთოუნმა გააკეთა "შეფილდ იუნაიტედის" თამაშის დროს. წარსულში კი იგივე ხერხს ხშირად მიმართავდა პრემიერ ლიგის მსაჯი, ურია რენიც.

სხვა სტატიები