Belive

ლამინე იამალი: “ყოველდღე დილის 4 საათზე, წყლის დასალევად და საჭმელად ვიღვიძებ"

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" 17 წლის სუპერვარსკვლავმა - ლამინე იამალმა, რამადანის შესახებ ისაუბრა.

ლამინე იამალი რამადანს პირველად იცავს და აღნიშნავს, რომ მისთვის ეს დიდი სიამოვნებაა.

“ყოველდღე, დილის 4 საათზე, წყლის დასალევად და საჭმელად ვიღვიძებ. შემდეგ, დღის განმავლობაში, იგივე რუტინას გავდივარ, რასაც ჩემი თანაგუნდელები, გარდა ჭამის დროს, როგორიცაა ლანჩი.

ეს ჩემთვის დიდი სულიერი სიმშვიდეა და ძალიან მიხარია, რომ ამას ვაკეთებ" - ლამინე იამალი

რა არის რამადანი

რამადანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვეა.

რამადანის განმავლობაში, განთიადიდან მზის ჩასვლამდე, მუსლიმები სულის განწმენდის მიზნით უარს ამბობენ საკვებისა და სასმელის მიღებაზე, ასევე მოწევაზე.

რამადანის ხანგრძლივობა მთვარის კალენდარზეა დამოკიდებული და 29-30 დღე გრძელდება.

სხვა სტატიები